
პირველად საქართველოში!
პირველად საქართველოში, ჩვენ ფართოდ ვაღებთ ჩვენი "სამზარეულოს კარს" და ყველა დაინტერესებულს საშუალებას ვაძლევთ გაეცნონ მშენებლობის იმ პროცესს, რომელსაც "პრემიუმ ხარისხს" ვუწოდებთ. იქ, სადაც სხვები ანგარების სანაცვლოდ სინდისზე უარს ამბობენ, ჩვენ კეთილსინდისიერების სადარაჯოზე ვრჩებით. ჩვენ არასოდეს ვდებთ ფარულ გარიგებებს სამშენებლო მაქინაციებთან - თქვენგან მეტი ფინანსური სარგებლის მისაღებად; ჩვენ თქვენ სახლებს ვაშენებთ ისე, როგორც ავაშენებდით ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენთვის ხარისხი არ არის საიდუმლო. სტანდარტი, არ შეიძლება იყოს საიდუმლო. მაშ, ასე! პირველად, საქართველოში, გიზიარებთ "ჭერხოს" გამოცდილების დღიურს A-Frame-ის სტილის კოტეჯის მშენებლობის მაგალითზე!
"ჭერხოსან" ერთად - იყავით მზად შენებისთვის!
ჩვენ კარგად გვესმის ის დისკომფორტი, რაც ხშირად ახლავს თან სამშენებლო სფეროში კომუნიკაციას. სპეციფიკური პროფესიული ტერმინოლოგია და ინფორმაციის ნაკლებობა დამკვეთს ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებს — როდესაც ლოგიკა გკარნახობთ, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს, მაგრამ გიჭირთ საკუთარი სიმართლის არგუმენტირებულად დასაბუთება.
ჩვენი მიზანია, დავასრულოთ ეს გაურკვევლობა. ამ ცოდნით შეიარაღებული, თქვენ აღარ იქნებით დამოკიდებული სხვის სიტყვებზე. თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ შეაფასოთ პროცესი, დასვათ სწორი კითხვები და იქონიოთ სრული კონტროლი პროცესზე, რათა თქვენი მოლოდინები გამართლდეს.

ვისთვის შეიქმნა ჩვენი ბროშურა?
ჩვენ ვაძლევთ იარაღს დამკვეთს, ხოლო კონკურენტებს ვაიძულებთ, აწიონ თამასა და ისწავლონ ნამდვილი მშენებლობა. კეთილსინდისიერ მშენებლებს კი ვაძლევთ საშუალებას თამამად მოითხოვონ ღირსეული ანაზღაურება მაღალი ხარისხის მშენებლობაში. თუ, გსურთ გაიგოთ, რატომ ღირს „ჭერხოსთან“ სახლის აშენება "სხვა ფასი" და რატომ არის ეს თქვენი საუკეთესო ინვესტიცია შეიძინეთ ჩვენი ბროშურა და აღმოაჩინეთ განსხვავება დროებით თავშესაფარსა და რეალურ სახლს შორის.
რას გაიგებთ ბროშურიდან?
ამ ბროშურიდან გაიგებთ რა უნიკალური თვისებები აქვს A-Frame სტილის სახლს, გაიგებთ რატომ არის მნიშვნელოვანი ე.წ. «ფერმების» მზიდ კოჭებზე სწორად დამაგრება განსაკუთრებით საყურადღებო ამ სტილის მშენებლობაში და სხვა უამრავი საკითხი, რომელიც არასდროს არავის განუხილავს საჯაროდ.
ჩვენი გამოცდილების დოკუმენტში დეტალურად ვხსნით თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ 200x50 მილიმეტრიან, გამომშრალ მასიურ კოჭებს სამკუთხედი ფერმებისთვის და არა, 140X70. თქვენ ნახავთ ცხრილებს სადაც შედარებულია კოჭების ღუნვის სიმტკიცეები ექსტემალური დატვირთვის პირობებში.
შეიტყვეთ მეტი იმ საინჟინრო გადაწყვეტილებებზე
ინტერნეტში, ფორუმებზე ნანახი უფასო რჩევები ვერ ჩაანაცვლებს ზუსტ მათემატიკურ გათვლებს. ჩვენი ბროშურა შექმნილია იმათთვის, ვისაც ესმის, რომ დღეს, იაფად აშენებული არის ათასობით ლარის ზარალი ხვალ. არქიტექტორებსა და მშენებლებს კი ვაძლევთ მკაფიო არგუმენტს, რატომ უნდა შესთავაზონ დამკვეთს მხოლოდ საუკეთესო.
თქვენი სახლის ჩონჩხი თქვენი უსაფრთხოების გარანტიაა. შეიტყვეთ მეტი იმ საინჟინრო გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც სხვები გიმალავენ. შეიძინეთ „ჭერხოს“ გამოცდილების დღიური დღესვე და დააზღვიეთ ფული, რომელიც ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გაქვთ დაგროვილი.

კიდევ რას შეიტყობთ ჩვენი ბროშურიდან?
- ამ ბროშურაში გაერთიანებულია დეტალური არქიტექტურული ნახაზები და მკაფიო ტექნიკური ინსტრუქციები, რომლითაც სრულად ვასაჯაროებთ ახალი, ინოვაციური ენერგოეფექტური კოტეჯების მშენებლობის აქამდე გასაიდუმლოებულ პროცესებსა და ეტაპებს. ოღონდ ეს ჩვენ არ გაგვისაუდუმლოებია. ხარისხი არ შეიძლება იყოს საიდუმლო. ხარისხი არის სტანდარტი.
- ბროშურის ფურცლებიდან თქვენ ზუსტად გაიგებთ, თუ როგორ ვანეიტრალებთ ქარის დამანგრეველ ამწევ ძალას ლარიქსის მასიური ჩანართებისა და სპეციალური ლითონის სამაგრების ურყევი, მონოლითური კავშირით.
- ასევე დეტალურად გაეცნობით ჩვენს ექსკლუზიურ „ორმაგი კარკასის“ ტექნოლოგიას, სადაც სპეციალური სამშენებლო წებოსა და Torx-ის ინოვაციური თვითმჭრელების ერთობლივი დახმარებით სრულიად უხმაურო და ჩუმ იატაკს ვაშენებთ.
- ჩვენს ბროშურიდან გაიგებთ როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ, სად და როდის უნდა გამოვიყენოთ სპეციალური მემბრანები;
- ჩვენი ბროშურიდან გაიგებთ რომელი, რა ტიპის თვითმჭრელები გამოიყენება კონკრეტულ მომენტში
- ჩვენი დღიური უკვე არის შეუცვლელი გზამკვლევი განათლებული დამკვეთისთვის, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული მშენებლისთვის.

მინდა "ჭერხოს" ბროშურა!
ჩვენი გამოცდილების დღიურის შესაძენად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 568885418 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: infocherkho@gmail.com