"ჭერხოს" სტანდარტი

აღმოაჩინეთ, რა ხდის „ჭერხოს“ გამორჩეულს. შეუდარებელი საინჟინრო სიზუსტისა და პრემიუმ არქიტექტურისადმი ჩვენი ერთგულება გარანტიაა იმისა, რომ თქვენი სივრცე იქნება მდგრადი და მაღალი ღირებულების მქონე ინვესტიცია.

უკომპრომისო საინჟინრო სიზუსტე

საქართველოში მშენებლობა ხშირად „თვალით ზომვასა“ და გაუთვლელ რისკებს ეფუძნება. „ჭერხოში“ ჩვენ უარი ვთქვით ამ პრაქტიკაზე — ჩვენთვის სტანდარტი ზუსტი მეცნიერებაა და არა მხოლოდ რეკომენდაცია.

რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

მათემატიკა ინტუციის ნაცვლად

ჩვენი მზიდი კონსტრუქციები ეფუძნება სტატიკის ზუსტ კალკულაციებს. ეს უზრუნველყოფს შენობის აბსოლუტურ მდგრადობას ქარისა და თოვლის დატვირთვის მიმართ.

უმაღლესო ხარისხის მასალები

"ჭერხოს" ობიექტზე ვერ მოხვდება ნედლი მერქანი. ვიყენებთ მხოლოდ სერტიფიცირებულ, კამერულად გამომშრალ მასალას, რაც სრულად გამორიცხავს შემდგომ დეფორმაციას. ეს მიდგომა არ ეხება მხოლოდ ხის მასალას. ჩვენი კედლის სტრუქტურა დაპროექტებულია ე.წ. „ცივი ხიდების“ გარეშე, რაც იდეალურად ინარჩუნებს ტემპერატურას და მკვეთრად ამცირებს ხარჯებს.

"ჭერხოსთან" თანამშრომლობით, თქვენ ირჩევთ...

საბოლოო ჯამში, ჩვენი საინჟინრო სტანდარტი ნიშნავს ყველაზე მთავარს — სიმშვიდეს, რომ თქვენი სახლი უშეცდომო გათვლებზე დგას.

აბსოლუტურ უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს

როგორი კლიმატური პირობებიც არ უნდა იყოს გარეთ (ძლიერი ქარი თუ დიდთოვლობა), თქვენ მშვიდად ხართ, რადგან იცით — შენობის კონსტრუქცია უშეცდომო მათემატიკურ გათვლებს ეფუძნება.

არანაერი სტრესი

დაივიწყეთ ახალაშენებული სახლის მუდმივი რემონტი. კამერულად გამომშრალი მერქანი არ იბრიცება და არ იბზარება, რაც გათავისუფლებთ ზედმეტი ხარჯებისა და ხელოსნებთან ურთიერთობის სტრესისგან.

ფინანსური პრაგმატიზმი

კედლის სტრუქტურა „ცივი ხიდების“ გარეშე ნიშნავს, რომ სახლი ზამთარში სითბოს, ხოლო ზაფხულში სიგრილეს იდეალურად ინარჩუნებს, რაც რადიკალურად ამცირებს თქვენს კომუნალურ გადასახადებს.

"ჭერხოს" სტანდარტი

ეს არის უკომპრომისო საინჟინრო სიზუსტისა და პრემიუმ არქიტექტურის სინთეზი. ჩვენი კომპანიისთვის ეს ნიშნავს მკაცრ, ზუსტ გათვლებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას, რომელიც მშენებლობის პროცესში სრულად გამორიცხავს ყოველგვარ ვარაუდსა და კომპრომისს. ხოლო ჩვენი დამკვეთებისთვის ეს არის სიმშვიდის უმთავრესი დაპირება — აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ მათი სივრცე არის დროსა და კლიმატის მიმართ მედეგი, უნაკლო ინვესტიცია, რომელიც არასოდეს კარგავს თავის ღირებულებას.